Sunday, December 18, 2011

ერთიანი ეროვნული გამოცდები

2005 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება ქვეყანაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი მოდელი შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ითვალისწინებს:
• სტანდარტიზებულ შერჩევას;
• უნარებისა და ცოდნის კომპლექსური შეფასებას;
• სახელმწიფო გრანტის გაცემას საუკეთესო სტუდენტებზე;
• ფართო არჩევანის შესაძლებლობას.

No comments:

Post a Comment