Wednesday, December 28, 2011

2012 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამები












საატესტატო გამოცდები პრეტესტი 2011


თუ თქვენ 2011 წელს ვერ მოახერხეთ პრეტესტის გავლა და საკუთარი შესაძლებლობების შესწავლა, შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე და გადმოწეროთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც გაივლით იმიტირებულ ტესტირებას.

P.s
ფაილს რომ დაინსტალირებთ გახსენით ფოლდერი "saatestatao gamocdebi" და შემდეგ გახსენით ფაილი "80.241.242.210" (რომელიც გაიხსნება ინტერნეტ ბრაუზერში) დანარჩენს მიხვდებით.

გადმოსაწერი ლინკი : http://allshares.ge/download.php?id=9637B5B665

Sunday, December 18, 2011

2011–2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების საგამოცდო პროგრამები

2011–2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების საგამოცდო პროგრამები!

ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული, როგორც მეორე ენა

მათემატიკა

ისტორია

გეოგრაფია

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

ინგლისური, ფრანგული, რუსული, გერმანული

საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი გამოცხადდა

გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში განისაზღვრა 5.5 ქულით. იმის გათვალისწინებით, რომ წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, იმ მოსწავლეს, რომელმაც რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში მიიღო მინიმუმ 5.2 ქულა, ხოლო დარჩენილ 5 საგანში მიიღო 5.5 ქულა და მეტი 2011 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. აგრეთვე არაქართულენოვან სკოლებში 2011 წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭიროა მხოლოდ ერთ საგანში - ქართულ ენაში დადებით შეფასებად დადგინდეს 5,1 ქულა და მეტი, ხოლო სხვა საგნებზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი.
მომავალ წელს გამსვლელ ბარიერად 5.5 ქულა დადგინდა, ხოლო სამ საგანში დაწესებული შეღავათები აღარ იქნება, ასევე არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი იქნება 5.3 ქულა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

2005 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება ქვეყანაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი მოდელი შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ითვალისწინებს:
• სტანდარტიზებულ შერჩევას;
• უნარებისა და ცოდნის კომპლექსური შეფასებას;
• სახელმწიფო გრანტის გაცემას საუკეთესო სტუდენტებზე;
• ფართო არჩევანის შესაძლებლობას.

მოგესალმებით!


მოგესალმებით ძვირფასო აბიტურიენტებო! მეც აბიტურიენტი ვარ და გადავწყვიტე ბლოგის გახსნა, რათა უფრო მეტი რამ შევიტყოთ და ვისწავლოთ ერთმანეთისგან. იმედია ჩვენი რჩევები ერთმანეთს გამოადგება. თქვენ ნახავთ უამრავ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას როგორც საატესტატო, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ! გისურვებთ წარმატებებს!!!