Wednesday, May 23, 2012

ლოცვები

ვიფიქრე იქნებ ეს ლოცვა წაგეკითხათ  გამოცდაზე შესვლის წინ და შემდეგ :)


ლოცვა სწავლის დაწყების წინ

ყოვლად სახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩუენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულის-ხმის-ყოფისა და განმაძლიერებელი, ძალთა სულთა ჩუენთასა, რათა ჩუენ, ყურადმღებელნი გარდამოცემულისა ჩუენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ შემოქმედისა ჩუენისა სადიდებლად, მშობელთა ჩუენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.

ლოცვა შემდგომ სწავლისა

გმადლობ, შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩუენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩუენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩუენდა ცნობად კეთილისა, და მოგვეც ჩუენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შევუდგეთ სწავლასა ამას, ამინ.

გეოგრაფის პრეტესტი

ჩრდილოეთ კავკასიის რომელი პოლიტიკური სუბიექტი ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ერთეულს?
ა) ინგუშეთი
ბ) ჩრდილოეთ ოსეთი
გ) ჩეჩნეთი
დ) ყარაჩაი-ჩერქეზეთი

სწორი პასუხია: ბ)

საქართველოს, რომელ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს ესაზღვრება ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკა?
ა)
ფშავს და ხევსურეთს
ბ)
ხევსურეთს და თუშეთს
გ)
ხევს და ფშავს
დ)
მთიულეთს და თუშეთს
სწორი პასუხია: ბ)


რომელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი?
ა)
ონი
ბ)
ამბროლაური
გ)
ცაგერი
დ)
მესტია
სწორი პასუხია: ბ)


Sunday, March 18, 2012

რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის!


გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. რეგისტრაცია დასრულდება 23 მარტს!


Wednesday, December 28, 2011

2012 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამები












საატესტატო გამოცდები პრეტესტი 2011


თუ თქვენ 2011 წელს ვერ მოახერხეთ პრეტესტის გავლა და საკუთარი შესაძლებლობების შესწავლა, შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე და გადმოწეროთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც გაივლით იმიტირებულ ტესტირებას.

P.s
ფაილს რომ დაინსტალირებთ გახსენით ფოლდერი "saatestatao gamocdebi" და შემდეგ გახსენით ფაილი "80.241.242.210" (რომელიც გაიხსნება ინტერნეტ ბრაუზერში) დანარჩენს მიხვდებით.

გადმოსაწერი ლინკი : http://allshares.ge/download.php?id=9637B5B665